“ეს ორი ჰამქარი ვერასდროს შექმნის პოლიტიკურ დღისწესრიგს. თუ არადა, აგერ მე და აგერ თქვენ…” – ქეთი ენუქიძე

22
“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი  ქეთევან ენუქიძე:
ანუ ალიანსში რომ არიან, ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ მომავალი, ჯერ კბილებიც არ ამოგვსვლია, ხოლო მიშა წარსულიაო?
დომინოს კოლოფია, გადამბუდუ!
ჩაეყრებიან, ამოეყრებიან, გადაეწყობიან, გადმოეწყობიან!
კულუარებში რაზეც ქუსქუსებენ, ეს თურმე დიდი პალტიკური საიდუმლოა, სამაგიეროდ, გამიჯვნა და დაგმობა იციან პირმოხეულად…
არარსებული პორტფელები დაგეწოთ თქვენ!
გადი გარმონი, ტაში კუკური!
მე ვიცი ერთი:
ღალატი არის მრავალგვარი და ყველა ერთნაირად ცუდი.
ერთგულება ღირებულებათა შორის ყველაზე მარტივია. თუ არ შეგიძლია ერთგულება, არ შეგიძლია არაფერი – არც სიყვარული, არც პატივისცემა, არც თავდადება.
მიშას ერთგულება და მიშას ღალატი არ არის აქ თემა…
სანამ წაიქცეოდა, მიშას რომ უკმევდი – 1;
სანამ გამოგაგდებდა, ბიძინას რომ უკმევდი – 2.
აი, ეს ორი ჰამქარი ვერასდროს, ვერასდროს, ვერასდროს შექმნის პოლიტიკურ დღისწესრიგს.
თუ არადა, აგერ მე და აგერ თქვენ…

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან