NYT: უკრაინელებმა მოლაპარაკებებზე წამოაყენეს იდეა, დონბასის ნაწილს “დონილენდი” დაარქვან

, 2025 წლის 14 აგვისტო.Andrew Harnik/Getty ImagesThe New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა წამოაყენეს იდეა, დონეცკის ოლქის ნაწილს, რომელსაც აკონტროლებენ, დონალდ ტრამპის პატივსაცემად ახალი სახელი – დონილენდი დაარქვან.
ხუმრობით მოფიქრებული სახელი ალუზიაა როგორც “დონალდზე”, ისე “დონბასზე” – ამ რეგიონის სახელზე. ამ იდეის შესახებ NYT-თან ოთხმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა.
ამერიკული მედიის წყაროები ამბობენ, რომ პირველად ერთ-ერთმა უკრაინელმა მოლაპარაკებების ჯგუფიდან ეს ტერმინი “ნაწილობრივ ხუმრობით” ახსენა, რაც იყო მცდელობა, ტრამპის ადმინისტრაცია დაერწმუნებინათ, რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნების წინააღმდეგ უფრო კატეგორიულები ყოფილიყვნენ.. როგორც NYT-ი წერს, ამის შემდეგ, ტერმინი დონილენდის გამოყენება მოლაპარაკებების პროცესში გააგრძელეს, თუმცა ეს სიტყვა ოფიციალურ დოკუმენტებში არ გამოიყენება. მოლაპარაკებების დოკუმენტებში ნახსენებია “მონაკოს მოდელი”, რომლითაც საფრანგეთის მოსაზღვრე ქალაქ-სახელმწიფო იგულისხმება. განიხილება ამ ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.
NYT-ის ცნობით, ერთ-ერთმა უკრაინელმა, რომელიც მოლაპარაკებების ჯგუფში შედის, ChatGPT-ის დახმარებით “დონილენდის” მწვანე-ოქროსფერი დროშა და ჰიმნი შექმნა. არაა ცნობილი, აჩვენეს თუ არა ეს ყველაფერი -ს პრეზიდენტს.
The New York Times-ის შეფასებით, ეს იდეა “ასახავს გლობალურ რეალობას, რომელსიც მთავრობები პრეზიდენტი ტრამპის ამპარტავნებაზე აპელირებენ, რათა ამერიკის ძალა საკუთარ მხარეს გადაიყვანონ”. აღნიშნულია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზავის დადების შემდეგ შეთანხმებულ გზას ტრამპის მარშრუტი დაერქვა.
უკრაინისგან ითხოვს, რომ ჯარები გაიყვანოს დონეცკის ნაწილიდან, რომელზეც კიევს კონტროლი შენარჩუნებული აქვს. აქ მდებარეობს გამაგრებული ქალაქების სარტყელი, რომელიც რუსეთის წინსვლის შეფერხებისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ხაზია.