“გახარიას“ გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური დარწმუნებულია, რომ კობახიძეს მალე გააგდებენ, რადგან მისი თქმით, “ივანიშვილი კომფორტულ გარემოს ილაგებს.“
როგორც მან დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა, მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად გადასვლა ნიშნავს, რომ მივიღეთ მინისტრი სამინისტროს გარეშე, ანუ “გენერალ-კორორდინატორი“.
მისი თქმით, ეს არის გადაჯგუფება, ივანიშვილის პირადი კომფორტისთვის.
პირველი ფაქტი არის ის, რომ ივანიშვილი საკუთარი თავისთვის ილაგებს კომფორტულ გარემოს – ეს ერთი, მეორე ფაქტია, რომ როგორც ჩანს, კობახიძეს მალე გააგდებენ – ეს ორი. მდინარაძეს რაც შეეხება, ისტორიაში დარჩება ადამიანად, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გენერალად აქციეს და მერე გააგდეს. სახელმწიფო მინისტრი რას ნიშნავს, ვისაც ვთქვათ სახელმწიფო სტრუქტურა ნაკლებად ესმის, სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს რომ ეს არის მინისტრი სამინისტროს გარეშე. უპორტფელო მინისტრს ეძახიან, თანამშრომლებიც ეყოლება მხოლოდ ტექნიკური. გაგდებულია, რა თქმა უნდა, თუმცა დაგვამახსოვრდება მისი მოღვაწეობიდან ის ფაქტი, რომ 6-7 თვეში ის გახდა გენერალი. ამან მე გამახსენა, თუ გახსოვთ, ლილუაშვილი როდესაც მოხსნეს, მაშინაც იყო საუბარი, რომ მისთვის რაღაც სამსახური უნდა შეექმნათ, მაგრამ მერე დაიჭირეს.
რაც შეეხება დანარჩენ ცვლილებებს – ეხლა გეკაზე და სულხანზე რაც შემიძლია მე პირადად ვთქვა, არის ის რომ ორივე ადამიანს კარგად ვიცნობთ, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენი წინა საქმიანობიდან გამომდინარ, ერთზე და მეორეზეც პიროვნულად ის შემიძლია ვთქვა, რომ ორივე ნორმალური ადამიანია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უკვე ჩამოყალიბებულია სისტემად, სადაც ძალადობა გახდა არათუ ნორმა, არამედ ძალადობა არის წახალისებული და მოძალადეებს მედლებით აჯილდოვებენ. შესაბამისად, რაც არ უნდა ნორმალური იყოს ესა თუ ის ადამიანი პიროვნული მახასიათებლებით, გამორიცხულია, შეუძლებელია ადამიანმა იქ რაღაცა ნორმალური საქმიანობა განახორციელოს. მთავარი შეფასება არის ის, რომ ფაქტია, რომ კობახიძე არის მზად გასაგდებად.
საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილი ილაგებს კომფორტულ გარემოს- ამბობს ბუჩუკური.




