ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე:
რამხელა სევდაა… როგორი იმედგაცრუება… I wish I was special… ცრემლი არ დამანახო, ბიჭო! აწ უკვე თოვლის საწყობის გამგე გენერალ-მაიორი.
თამაზაშვილი სანქცირებულია და ამერიკაში ვერ წავა, ამ მხრივ დაცულია. ვინც წავიდა, ყველამ მოჭამა ჭირი. ჯერ ლილუ, ჰაკიმი, მერე ეს არასწორი ტურა. ვერ დაულაგა კი არა, პირიქით, დაუმძიმა – ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა გადარიცხვებს ეცა (აკი ვამბობდი, ეს ამბავი კიდევ მიეწევაო), მერე ირანზე დამოძღვრილმა ჩამოსვლის დღესვე ირანის დროშის ფერებში გაბრდღვიალებული ანძა გამაზა…
დიფსტეიტი ოხერია… გლუვს კი ის არ ესმის, რომ ვერც ვერავინ დაულაგებს, რადგან ეს ზარი მასზედ რეკავს, მასთან დალაგებას არავინ აპირებს, პირიქით, მალე ალაგებისთვის მოიცლიან. მაგრამ არ ესმის და ასე ზედიზედ ახეთქებს კედელს პირდაპირ თავით ამ უბადრუკებს. თანაც, ეს თავებიც შემოელია. კედელი მიუახლოვდა და ბოლო მიხეთქება მისი ძვირფასი გლუვისა იქნება. უცილობლად…




