აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, სენატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს, კენჭს არ უყრიან

-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით კენჭისყრაზე არ გაიტანს სენატში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო უსაფრთხოებას, ასევე უკრაინისა და ს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.
„ეს კანონპროექტი იმაზე უარესიც კი არის, ვიდრე ველოდით და პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასრულებასთან ახლოსაც ვერ მივა. თუ ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამდე მოაღწევს, ის მოსვლისთანავე გარდაიცვლება“, – წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სოციალურ ქსელში.
4 თებერვალს, აშშ-ის სენატმა საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული, 118 მილიარდი დოლარის მოცულობის, კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც მოიცავს.