პოლონეთში “HoReCa” სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები “HoReCa” – სასტუმრო, რესტორანი, კაფე – სექტორიდან დაესწრნენ.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინო ხელმისაწვდომია როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში.
მიმდინარე წელს პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „People PR” წარუძღვება, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს.
სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ქართული სამზარეულო; საქართველოში მოეწყობა ღვინის პროფესიონალების ტურები.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის