ბარბის კოსტიუმი, სკიაპარელის კაბა და სამი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი “გრემის” 2024 წლის დაჯილდოებაზე – Marao
გუშინ ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა. „გრემი“ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდოა, რომელიც 1958 წლიდან გაიცემა. ნომინანტები წელს სულ 94 კატეგორიაში იყვნენ წარდგენილი, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გამოსული სიმღერებისა და ალბომებისთვის.
წელს წლის ალბომის კატეგორიაში გამარჯვებული Midnights by Taylor Swift გახდა. ტეილორი პირველი არტისტია გრემის ისტორიაში, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის კატეგორია მეოთხედ მოიგო. ტეილორ სვიფტს Schiaparelli -ს თეთრი კაბა ეცვა. კაბასთან ერთად, მუსიკოსმა შავი ხელთათმანიც და მოირგო. მისი ჩაცმულობა სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მოიწონა.
წლის სიმღერის ჯილდო What was I made for? დაიმსახურა. ბილი აილიშს 22 წლის ასაკში 9 გრემი აქვს მიღებული. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ბილის ჩაცმულობამაც, ის 1960-იანი წლების ბარბის კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა. ამ სამოსით ბილიმ სცენაზე გამარჯვებული სიმღერა გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმიდან Barbie შეასრულა.
წლის ჩანაწერი Flowers – მა მოიგო. მაილი საირუსმა პირველი გრემი მიიღო კარიერაში. მაილიმ ბობ მაკის არქივული სასცენო კოსტიუმი მოირგო. პირველ გრემისთან ერთად, დაუვიწყარი იყო მისი სამოსიც. თვლებით გაფორმებულმა კაბამ უამრავი ადამიანის გული მოიგო.