ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა “მილანში” – “როსონერი” კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა

La Repubblica წერს, რომ “მილანი” რამდენიმე თვის წინ კლუბში დასაქმებას ლეგენდარულ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს სთავაზობდა.
როგორც იცით, პლანეტის პირველი ნომერი “როსონერის” მფლობელის, ჯენი კარდინალეს ახლო მეგობარია და “ლომბარდიელთა” დიდი გულშემატკივარია.
კარდინალეს სურდა, რომ “მილანის” რთული მდგომარეობის გამო ჯოკოვიჩი მისი პირადი მრჩეველი და გუნდის ფსიქოლოგიური მწვრთნელი გამხდარიყო, რომელიც ფეხბურთელებს მოტივაციას შემატებდა.
საბოლოოდ, “როსონერიში” მრჩევლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ნოვაკის ვარიანტის კარი ჯერ კიდევ ღიაა დარჩენილი და მასთან თანამშრომლობაზე უარზე არც შვედია, რომელიც ლეგენდარული ჩოგბურთელის ახლო მეგობარია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში