ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკიBrooks Kraft/Apple20 აპრილს Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს. მან თანამდებობაზე ყოფნის თითქმის 15-წლიან პერიოდში სტივ ჯობსის მიერ დაარსებული Apple მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ღირებულ კომპანიად აქცია.
კომპანიის განცხადების მიხედვით, კუკი თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩება, რის შემდეგაც მას ამერიკელი ბიზნესმენი და Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის ინჟინერიის უფროსი ვიცეპრეზიდენტი, ჯონ ტერნუსი ჩაანაცვლებს, ხოლო ტიმ კუკი დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
“ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა და ჩემთვის ასეთი არაჩვეულებრივი კომპანიის ხელმძღვანელობის მინდობა. Apple მთელი ჩემი არსით მიყვარს და ღრმად მადლობელი ვარ, რომ მქონდა ასეთი გენიალური, ინოვაციური, კრეატიული და ღრმად მზრუნველი ადამიანების ჯგუფთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა, რომლებიც ურყევები იყვნენ თავიანთ თავდადებაში, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება და შეიქმნას საუკეთესო პროდუქცია და სერვისები მსოფლიოში.” – განაცხადა კუკმა.
თავის მხრივ, ტერნუსმა განაცხადა, რომ ღრმად მადლობელია ამ შესაძლებლობის, “რათა წინ წაიწიოს Apple-ის მისიამ.”
ცნობისთვის, 2011 წლის შემდეგ, როცა კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, კომპანიის ღირებულება $350 მილიარდიდან დაახლოებით $4 ტრილიონამდე გაიზარდა.