5 ქართული ბრენდი ბავშვის ტანსაცმლის უმსხვილეს გამოფენაზე – Playtime Paris წარდგა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები უმსხვილეს გამოფენაზე – Playtime Paris 2024-ზე წარდგნენ.
პარიზში გამართულ, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მოდის გამოფენაზე, სააგენტოს მხარდაჭერით, 5 ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა: „ეშვი კიდსი“, „რკო“, Giraffe Kids, Salle de Mode და Retro kids.
საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც ტრენდებსა და ხარისხზეა ფოკუსირებული. გამოფენას 50 სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ბრენდი და 5 000 ვიზიტორი ესწრება.
Playtime Paris-ის მონაწილე ბრენდები დამთვალიერებელს უახლეს კოლექციებს და მომავალი სეზონის ტრენდებს წარუდგენენ. გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა კომპანიებისთვის, შეხვდნენ პოტენციურ კლიენტებსა და ბაიერებს, დაამყარონ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები.
ღონისძიება ქართული კომპანიებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ქართული საბავშვო ტანსაცმლით რამდენიმე საერთაშორისო ბაიერი დაინტერესდა ისეთი ბაზრებიდან, როგორებიცაა: საფრანგეთი, ჩინეთი, გერმანია, კორეა, იტალია და სხვ.
ქართულმა კომპანიებმა საცდელი შეკვეთები მიიღეს და ამ ეტაპზე, საერთაშორისო დამკვეთებთან მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები საბოლოო შეკვეთების გაფორმებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა