“კვარას” კონკურენტი და ბარკოლას შემცვლელი? – პსჟ-მ “არსენალის” შემტევთან მოლაპარაკებები გამართა

პსჟ “არსენალის” შემტევის, გაბრიელ მარტინელის შეძენით ინტერესდება და მის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა, ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პარიზული კლუბი შემტევის დამატებას აუცილებლად ეცდება, რადგან ბრედლი ბარკოლასა და გონსალო რამოშის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პსჟ-მ რამდენიმე დღის წინ ბარკოლას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა ფრანგმა წინადადება იუარა.
თავის მხრივ, “არსენალი” მარტინელის გასხვისების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ სარფიანი წინადადების შემთხვევაში დათანხმდებიან.
24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “მეთოფეების” მაისურით 47 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.