ღია ჭრილობა გაუკერეს – რამდენი ხანი გაუცდება მამარდაშვილს?

This Is Anfield ცნობით, „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
მამარდაშვილი „ევერტონთან“ პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურის მატჩისას დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ღია ჭრილობა გაუკერეს. მას, სავარაუდოდ, ორი კვირა გაუცდება, იქამდე კი მკვეთრ მოძრაობებს უნდა მოერიდოს, რათა ნაკერები არ გაეხსნას.
liverpool world-ის ცნობით, ქართველს შეიძლება მაქსიმუმ ერთი შეხვედრის გამოტოვება მოუწიოს.
მამარდაშვილმა თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: „მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისა და გვერდში დგომისათვის. მალე დავბრუნდები. დერბიში დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ“.
„ლივერპული“ 25 აპრილს „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს, 3 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრება, ხოლო 9 მაისს „ჩელსის“ სახლში დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში „წითლების“ კარს ფრედი ვუდმენი დაიცავს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალისონი მწყობრში მაისის დასაწყისში უნდა ჩადგეს.