ლიგა 1-ის ოცდამეათე ტურში, სახლში „ლიონთან“ წაგებული მატჩის (1:2) 39-ე წუთზე, ტრავმის გამო პსჟ-ს ნახევარმცველი ვიტინია შეცვალეს.
ვიტინიას მარჯვენა ქუსლის ტრავმა აქვს, კლუბის სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე დღე დარჩება და მის მდგომარეობას კვირის ბოლოს შეაფასებენ.
პსჟ 22 აპრილს „ნანტს“, 25 აპრილს „ანჟეს“, 28 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.
26 წლის პორტუგალიელმა ამ სეზონში ლიგა 1-ის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.