ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავეს

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავეს.
კერძოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეები – 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ა. ბათუმში დააკავეს.
დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს