30 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026”-ში მიიღებს მონაწილეობას.
სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აჭარის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების – მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის, ქობულეთის და კოლხეთის ეროვნული პარკების ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.
წინა
1 of 4
შემდეგი
“გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026“კომპანია Expo Batumi – ის ორგანიზებით გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება”, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები კომენტარი



