“ცოტნე ივანიშვილთან პოლიტტექნოლოგები მუშაობენ… კობახიძეც, როგორც ჩანს, უკვე ჩასარეცხად არის გამზადებული” – შეფასება

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ოჯახის წევრების პოლიტიკაში ჩართვით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მისივე თქმით, პროცესში უკვე შეინიშნება პოლიტიკურ პროცესებში მისი შვილის შესაძლო ჩართვის ნიშნებიც და ეს დაკავშირებულია როგორც გავლენის შენარჩუნებასთან, ისე არსებული სისტემის დაცვასთან.

ამასთან, ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური პერსპექტივაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თუ ამ ბავშვს [ცოტნე ივანიშვილს] აინტერესებს პოლიტიკა, რატომაც არა? სხვა საკითხია, რომ მას მოუწევს საკმაოდ მძიმე ტვირთვის ზიდვა მამამისის ცოდვების. ფაქტია, რომ მასთან მუშაობენ პოლიტექნოლოგები, ფაქტია, რომ ის გოგონა, რომელმაც კითხვა დასვა, იყო მომზადებული, კითხვა იყო დაწერილი და პასუხიც იყო დაზეპირებული. მის ძალაუფლებას, მისი ოჯახის ინტერესებს სჭირდება დაცვა და რა სჭირდება დაცვას? ერთის მხრივ, იმპერიის მართვა და მეორე მხრივ, პოლიტიკური გარანტიების მიღება, რომ მისი ეს კეთილდღეობა იქნება დაცული. შესაბამისად, მან თავისი შვილები, ღმერთა ბევრი მისცა, უნდა გადაანაწილოს ამ სიკეთეების დაცვაზე, ცოტნე, დავუშვათ, პოლიტიკაში, ბერა – ბიზნესში და ა.შ. და ამ საქმით არის დაკავებული. ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ეს ხალხი ხომ დროებითები არიან, ბიძინას ხომ არავინ ჰყავს მუდმივი ოჯახის გარდა. კობახიძეც, როგორც ჩანს, უკვე ჩასარეცხად არის გამზადებული, იმიტომ, რომ იგივე, თუ დავუბრუნდებით ჩვენ ცოტნეს განაცხადს, ამ განაცხადში იყო მცდელობა, რომ მთელ ამ უბედურებაზე ცოდვების განტევების ვაცად, როგორც ჩანს, დაინიშნება ახლო მომავალში, – ამბობს ხუხაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკუთარი შვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გეგმავს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში „წარსულის გარჩევების“ დრო არ არის და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი  18 აპრილს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოჩნდა. მას ერთ-ერთმა დამსწრემ ჰკითხა, რას ფიქრობს პოლარიზაციის მაღალ დონეზე, ასევე აქციებზე ნაცემ ახალგაზრდებზე და ამის ფონზე პოლიციელთა დაუსჯელობაზე.

„ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“, – თქვა მან და აღნიშნა: “დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს”.