ვოლოდიმირ ზელენსკი – ხმელეთზე, მიწაზე, ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა და ამის მიზეზი სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებაა.
„რაც შეეხება ხმელეთზე ომს, აქ ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია, რადგან იყო ტექნიკის შეფერხება და შეფერხებები ნიშნავს შეცდომებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ Rai1-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ს აგრესიისგან თავის დასაცავად თანამედროვე საშუალებები სჭირდება.
„ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია, საბრძოლო მასალა საკმარისი არ არის, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, სამხედრო-საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგები მოიტანა.
„რუსეთმა დაკარგა მრავალი ხომალდი, შავ ზღვაში კი ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი, რომელსაც ეკონომიკაზე ზეგავლენა აქვს, დადებითად განხორციელდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის არმიას არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა და შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ