“რეალმა” “ატლეტიკოსთან” გამარჯვება ხელიდან 90+3-ე წუთზე გაუშვა

ლა ლიგის 23-ე ტურში „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.
მასპინძლები პირველ ტაიმში ბრაიმ დიასმა დააწინაურა, რომელმაც სასტარტოში მოთელვაზე დაშავებული ვინისიუსი შეცვალა, საპასუხო გოლი კი კომპენსირებულ დროში მარკოს ლორენტემ გაიტანა.
48-ე წუთზე სავიჩის გოლი VAR-მა იმის გამო გააუქმა, რომ საული თამაშგარეში იმყოფებოდა და მეკარე ლუნინს ხელს უშლიდა.
ამით შეწყდა პრიმერაზე “სამეფო გუნდის” 6 მატჩიანი მოგებათა სერია. „რეალი“ ბოლო 17 შეხვედრაში დაუმარცხებელია, 58 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ჟირონას“ 2 ქულით უსწრებს და ამ გუნდს 10 თებერვალს უმასპინძლებს.
„ატლეტიკო“ 48 ქულით მეოთხე
პოზიციაზე დარჩა და 8 თებერვალს „ბილბაოს“ მიიღებს.
რეალი – ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 ბრაიმ დიასი (20), 1:1 ლორენტე (90+3)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში