სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზებს – გოცირიძე “ტრამპი თაუერის” პროექტზე

სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზებს, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი  თბილისში ტრამპი თაუერის აშენების გეგმას.

გოცირიძის განცხადებით, თბილისში „ტრამპ თაუერის“ შესაძლო მშენებლობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში უნდა შეფასდეს და პროექტთან დაკავშირებული ინტერესები დამატებით კითხვებს აჩენს.

მისი თქმით, საუბარია ფრანჩაიზის ტიპის პროექტზე, რომლის განხორციელებაც, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიზნესის მონაწილეობით იგეგმება. გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბის ცათამბჯენის რეალიზაციას წლები სჭირდება და ჯერჯერობით უცნობია, რეალურად განხორციელდება თუ არა პროექტი.

2012-ში, როდესაც ტრამპი მართლაც აპირებდა ბათუმში თავისი ბრენდის გაყიდვას, ანუ ეს არის ე.წ. ფრანჩაიზი, ეს პროექტი დაბლოკა ბიძინა ივანიშვილმა და “აფერისტი” უწოდა ტრამპს. დღეს სხვა ვითარებაა. სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზებს. თავისი, ასე ვთქვათ, ქვეშევრდომები, მის მიერ ნაკვები ბიზნესმენები, ამ ბიზნესმენებმა შექმნის რაღაც კონსორციუმი, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება უდიდესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ფული, ირიბი გზით შემოტანილი, და აი, ამ იდეით ახლა ელაპარაკებიან ტრამპს. მსგავსი 70 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას, დაპროექტებიდან მშენებლობამდე, დასჭირდება 7-8 წელი და არავინ იცის, ეს ივანიშვილის მორიგი ტრიუკია თუ მართლაც მცდელობა, რომ ეს ცათამბჯენი აშენდეს, – ამბობს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა იგეგმება. ირკვევა, რომ დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად 70 სართულიანი ცათამბჯენს ააშენებს.

სტატიიდან ირკვევა იმ კომპანიების ჩამონათვალიც, რომლებიც აღნიშნულ მშენებლობას ჩაუდგებიან სათავეში. საუბარია “არქი ჯგუფსა” და “ბიოგრაფზე”. მედიაში ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის პარტიასთან დაკავშირებული დეველოპერები ჩანან.