ოფიციალურად – ლაცაბიძე “შახტარის” ფეხბურთელი გახდა

19 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე თბილისის “დინამოდან” “შახტარში” გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკური კლუბი საიტით ავრცელებს.
ლაცაბიძეს “შახტარმა” კონტრაქტი 2028 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმა და ის ახალ გუნდში ირაკლი აზაროვთან და გიორგი გოჩოლეიშვილთან ერთად ითამაშებს. ლუკამ “მეშახტეების” რიგებში თურქულ შეკრებაზე უკვე რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერში თბილისის “დინამო” 700 ათას ევროს მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში