დღეს, 4 თებერვალს, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) სუმოდან გაცილების ღონისძიება ჩატარდა.
სასახლეში ტრადიციული თმის კვეთის ცერემონიაში (“დანპაცუ-შიკი”) მონაწილეობას მოქმედი და ყოფილი სუმოისტები იღებდნენ.
ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ტოჩინოშინმა სასახლეში ქართველებსაც მიმართა და წლების განმავლობაში გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სამინისტროს, სპორტისა და კულტურის სამინისტროს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს რუსთავს, ანსამბლს, ჩამობრძანებისა და დაფასებისთვის, დიდ მადლობას გიხდით ყველას”. – თქვა ტოჩინოშინმა ცერემონიაზე.
ლევან გორგაძემ სუმოში კარიერა 2006 წელს დაიწყო, ხოლო 2018 წელს მან სუმოში უმაღლესი ჯილდო, იმპერატორის თასი მოიგო.
ტოჩინოშინმა 2023 წლის მაისში განაცხადა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.