კითხვის დრო: 2 წთ.მსახიობი როლანდ ოქროპირიძე შვედეთში არ შეუშვეს. მასთან ერთად შვედეთში შესვლის უფლება არ მისცეს იუმორისტ გიგი გილიგაშვილსაც, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
“ერთმა ქალბატონმა დადო პოსტი, სადაც დიდი სიხარულით ამცნო ქართველ მოსახლეობას, რომ მე და როლიკო ქოცობის გამო, არ შეგვიშვეს ევროპაში. პირველ რიგში, მინდა ყველა ემიგრანტს ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ გველოდებოდნენ და იმედი გავუცრუეთ. შემდეგ გულწრფელი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ელჩს, რომელიც ამ ხნის მანძილზე გვერდში გვედგა. მინდა იცოდეთ, რომ ყველა ქართველი მიყვარხართ აქ მყოფნიც და ემიგრანტებიც განურჩევლად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა. არასოდეს დამიმალავს, რომ ქართულ ოცნებაში ბევრი მეგობარი მყავს. არც ის დამიმალავს, რომ ბევრი მეგობარი მყავს ოპოზიციაშიც. არ ვაპირებ არც მთავრობის და არც ოპოზიციის ლანძღვას. ჩემი საქმე პოლიტიკა არ არის და ამის გამო, გთხოვთ, შემინდოთ. ყველა ძალიან მიყვარხართ და ყველას აზრს პატივს ვცემ.
რაც შეეხება მიზეზს ჩვენი გამოშვებისა ის იყო, რომ ჩვენ გულწრფელად ვუთხარით საპასპორტო კონტროლისას, რომ მივდიოდით კონცერტის ჩასატარებლად. არ ვიცოდით, რომ პატარა პრივატულ შეკრებაზეც კი მთავრობის ნებართვა იყო საჭირო, რაც ჩვენ არ გვქონდა. როგორც აგვიხსნეს, ერთი საათითაც რომ ჩახვიდე შვედეთში სამუშაოდ, აუცილებლად გჭირდება ნებართვა. სხვა შემთხვევაში ეს დანაშაულად ითვლება.”
ისტორიის ფურცლები:
Artinfo.ge


