კალაძე: მინდა ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

მინდა ს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ყველა ვხედავთ, თუ რა გამოწვევები და სირთულეებია. იცით, როგორ პერიოდში გვიწევდა მუშაობა, როგორი შემოტევა, როგორი ზეწოლა იყო. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, – ამის შესახებ მ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი მმართველ პარტიაში განხორციელებულ ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებებსაც გამოეხმაურა.

„საზოგადოება აუცილებლად უნდა მოატყუონ, შეიყვანონ შეცდომაში, ნიჰილიზმი გაუჩინონ. ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ცხადია, როდესაც ასეთი ცვლილებები ხდება, ისინი ყოველთვის ცდილობენ ეს ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინონ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერი მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და რეალური შანსი და შესაძლებლობაა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ