გუშინ, 17 აპრილს, ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ლიპარტელიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი მის სახელზე იქნებოდა. ბოლო 15 წამი იყო დარჩენილი და პატრიარქს ვთხოვე – “გთხოვ, მინდა, რომ შენს სახელზე ოქროს მედალი მოვიპოვო-მეთქი. დაღლილი ვიყავი, მაგრამ უცებ უსაზღვრო ძალა ვიგრძენი”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია.
