გრიგალაშვილი VS არბუზოვი, გრიგალაშვილი VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი – ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 5 ძიუდოისტი წარდგა. ფინალურ ბლოკში კი ლუკა მაისურაძეს, ლაშა ბექაურს (ორივე 90 კგ) და ტატო გრიგალაშვილს (81 კგ) ვიხილავთ.
გრიგალაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იქნება.
სამწუხაროდ, ბექაური ნახევარფინალში სერბ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მესამე ადგილისთვის ფრანგ მაქსიმ გაელ ნგაია ჰამბუს დაუპირისპირდება.
ტატოს მსგავსად, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ლუკა მაისურაძეც. ქართველმა ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარის უპირატესობით დაამარცხა და ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ლაშა ბექაურს სძლია.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.