ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამწუხაროდ, ლაშა ბექაური (90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
გრიგალაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილი რუს ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარით დაამარცხა, ფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს დამატებით დროში სძლია. მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა.
რაც შეეხება ლაშა ბექაურს, სამწუხაროდ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეორე რაუნდში ხელის ტრავმა მიიღო, რაც მის ჭიდაობაზე აისახა. ლაშა ნახევარფინალში მაიდოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ მაქსიმ გაელ ნგაია ჰამბუმ სძლია.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია, ამ შედეგით საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.