საქართველოს ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის მეოთხე ჯგუფის მეორე მატჩში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდთან 0:1 დამარცხდა.
ჩვენს გუნდი უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას 5 ივნისს, საკუთარ მოედანზე ფარერებთან გამართავს.
ტორსჰავნი. „ტორსვოლური“
ფარერის კუნძულები – საქართველო 1:0
გოლი: ბრენდსტრუპი (90)
საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი (მეტონიძე 85), დანელია, ხაბურზანია (ჩემინავა 85), ბებია, მწყერაშვილი (ჩხარტიშვილი 85), ტატუაშვილი, ამბალია, გასვიანი, ბუხრიკიძე (ქადაგიშვილი 72), კალანდაძე