ორივე გუნდის მეკარეს უნდა “ვუსაყვედუროთ” – მათმა შესანიშნავმა “სეივებმა” უხვგოლიანი მატჩის ყურების შანსი მოგვისპო. თუმცა თამაში მაინც კარგი გამოვიდა – ტემპიანი, შინაარსიანი… ისეთი, ეროვნული ლიგის ლიდერებსაც რომ იშვიათად გამოსდით…
თუმცა “სპაერიც” და “რუსთავიც” ხომ ლიდერთა შორის არიან?! ამ ფრის შემდეგაც ისინი თავიანთ პოზიციებზე რჩებიან – მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ “იბერიას” შემდეგ. რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ეს მდგომარეობა არ ვიცით, მაგრამ ფაქტია – ბევრი უსახური თამაშის ფონზე ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ…
სპაერი-რუსთავი 1:1
გოლები: 0:1 ოსეი (14, კესის პასით), 1:1 კენჭაძე (51, სამხარაძის პასით)
სპაერი: ფუტკარაძე, კენჭაძე, ბუნტური, პირტახია, სამხარაძე, ასკურავა, თ. ცეცხლაძე, მატენჯვა (ჩაგანავა 70), ცირდავა (ფონიავა 85), გეგიაძე, ლ. კოხრეიძე (ბასილაშვილი 85).
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, სეიხასი (უბილავა 58), გუჯაბიძე (პამი 58), ნაკანო (კენიო 87), კესი (ქუთათელაძე 74), ალმეიდა (ჯიბრილი 74), ოსეი.
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი