9.5 მილიონი ლარი კოტე გოგელიას ოჯახის წევრების კომპანიებს – ,,მონიტორი”

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, კონსტანტინე გოგელიას, ოჯახის წევრები.

კონსტანტინე გოგელიას ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულმა თხუთმეტმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამებიდან „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“ 9.5 მილიონი ლარი (9,503,882 ლარი) მიიღო 2020-2025 წლებში.

დაფინანსებული თხუთმეტი კომპანიიდან ორი ეკუთვნის კონსტანტინე გოგელიას მეუღლეს, მაკა ასათიანს. ათ კომპანიაში წილს ფლობს კონსტანტინე გოგელიას დის შვილი, დავით ფოცხვერია.

ბიუჯეტიდან დაფინანსდა მაკა ასათიანის ვაჟის, კახი ჟორდანიას, სამი კომპანიაც. კახი ჟორდანიას ბიზნესპარტნიორი რუსულ კომპანიაში არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მეთაურის პირველი მოადგილის, სერგეი ალექსეევის, შვილი.

კოტე გოგელიას ოჯახის წევრებმა ,,მონიტორის” გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!