უკრაინის გენპროკურორი: თავდამსხმელი, ვინც კიევში ხალხს ცეცხლი გაუხსნა და 6 ადამიანი მოკლა, მოსკოვიდან იყო

უკრაინის გენპროკურორის, რუსლან კრავჩენკს თქმით, 58 წლის თავდამსხმელი [რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია], რომელმაც კიევში  ხალხს ცეცხლი გაუხსნა, მოსკოვიდანა იყო.

  • კიევის ჰოლოსივსკის ოლქში შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 6 ადამიანი მოკლა და კიდევ 10-მდე პირი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა.

მაღალჩინოსნების თქმით, სპეცოპერაციის დროს თავდამსხმელი პოლიციის ოფიცრების მიმართულებით ისროდა. უკრაინული მედია წერს, რომ შტურმამდე პოლიციამ მასთან მოლაპარაკებაც სცადა, თუმცა, ეჭვმიტანილი მაშინ მოკლეს, როდესაც სპეცრაზმმა მის დასაკავებლად სუპერმარკეტში ოპერაცია წამოიწყო.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თავდასხმის შემდეგ 10 ადამიანი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პოლიციამ ოთხი მძევალი გადაარჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ