კიევში შეიარაღებული თავდამსხმელი რუსეთის არმიის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკია – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ მოსკოვში დაბადებული 58 წლის დიმიტრი ვასილჩენკოვი კიევში ცხოვრობდა. სოციალურ ქსელში იპოვეს მისი ფოტოები რუსული სამხედრო ფორმით. მათივე ცნობით, დიმიტრი ფიგურირებდა პრორუსულ საჯარო გვერდებზე და თანხებს რიცხავდა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად.




