მხარეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რუსულ აგრესიას

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა და ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა ტელეფონით ისაუბრეს | მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად საუბრისას განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რუსულ აგრესიას
💬🔻 “გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გუშინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს პიტერ მადიარს ტელეფონით ესაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთისთვის ახალი თავის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მან დასძინა, რომ ეს ასევე ქმნის შესაძლებლობას, რათა გაერთიანებულმა სამეფომ და უნგრეთმა კიდევ უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას ერთობლივად დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, კირ სტარმერმა მადლობა გადაუხადა პიტერ მადიარს მხარდაჭერისთვის, რათა უკრაინამ კვლავ შეძლოს თავის დაცვა რუსეთის განმეორებადი თავდასხმებისგან.
ისინი შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციებს უახლოეს მომავალში კვლავ გამართავენ” – ნათქვამია უნგრეთში ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს