ბორის ყურუა: ამ პლანეტაზე ჰოლოკოსტიც “კანონიერი” იყო, მონათმფლობელობაც “კანონიერი” იყო, ტიციან ტაბიძის დახვრეტაც “კანონიერი” იყო…

“ამ დაკავებულ ბიჭებზე, სინდისის პატიმრებზე, რას ცდილობს პროპაგანდა – რას აჯერებს ადამიანებს: 👇
კანონში წერია, რომ რაღაც დანაშაულია, შესაბამისად, სამართლიანია, რომ ამის გამო, ადამიანები ციხეში ჩავსვათ.
მთლიანად გვერდზე დებენ იმას, რომ მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ არ აქვთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ “აი, პოლიციელის შეურაცხყოფა”, და ასე შემდეგ…
ამ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ:
👉 კანონი და სამართლიანობა ერთი და იგივე არ არის;
👉 რომ ძირითადად, კანონს წერენ ადამიანები, რომლებიც უსამართლოები არიან;
👉 იმისთვის კი არ წერენ, რომ სამართალმა იზეიმოს, იმისთვის წერენ, რომ თვითონ იზეიმონ.
👉 ამ პლანეტაზე ჰოლოკოსტიც “კანონიერი” იყო, მონათმფლობელობაც (ადამიანები რომ მონად ჰყოლოდათ) “კანონიერი” იყო, ტიციან ტაბიძის დახვრეტაც “კანონიერი” იყო…
შესაბამისად, კანონი და სამართალი უნდა გავმიჯნოთ!”
💬 პოლიტიკოსი, ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა.

ასევე დაგაინტერესებთ