გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს – სრუტე ისევ დაიხურა

“სქაი ნიუსი“ საზღვაო მონოტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც სულ მცირე ორმა სავაჭრო გემმა სცადა ჰორმუზის სრუტეში გავლა, მათ ცეცხლი გაუხსნეს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალების მიერ მართული ორგანიზაციის ცნობით, ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ მის გემს ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო გემები მიუახლოვდნენ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს. როგორც ამბობენ, ტანკერი და მისი ეკიპაჟი უსაფრთხოდ არიან.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, რის მიზეზად ოფიციალური თეირანი -ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

მომხდარიდან მალევე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის მტერს მწარე მარცხი მიაყენოს“.

„ისევე როგორც, ირანის დრონები -ისა და სიონისტ მკვლელებს ელვისებურად ურტყამენ, ჩვენი მამაცი სამხედრო-საზღვაო ძალები მზადაა მტერს ახალი მწარე მარცხი მიაყენოს“, – დაწერა ირანის უზენაესმა ლიდერმა „ტელეგრამზე.