ევროკავშირი, თუ რუსეთში ღვინის და მანდარინის გაყიდვა? – კრემლის ახალი მუქარა

5
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, თქვა;
“თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი იძულებული იქნება, ის არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს. არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვინდა, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მოგვიწევდა საქართველოს არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეყვანა და ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომები მასზე გავრცელება. კიდევ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, რომ თბილისთან დაკავშირებით თავისი ნამდვილი მოტივები და განზრახვები ნათელი გახადოს?!“
მისი თქმით, საქართველოს ამ სიაში დამატებას ავტომატურად მოჰყვება რუსეთის მიერ მინერალური წყლის, ხილის, ღვინისა და საქართველოდან რუსეთში შეტანილი სხვა ყველანაირი პროდუქტის მწარმოებლებისადმი „შესაბამისი ეკონომიკური ზომების გავრცელებაც“
რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია 2022 წელს გამოაქვეყნა. სიაში არიან აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა, ისლანდია, კანადა და ა.შ. სიაში არაა საქართველო და სომხეთი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს