ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე  ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტი ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ჩემპიონობაც მიამატა.
იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.
ეთერ ლიპარტელიანმა საჩემპიონო გამარჯვება საქართველოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა – „შენს სახელზე იყო პატრიარქო!“
ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში დაინიშნა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა მოახერხა. მსაჯმა ჰედაიათი სამჯერ გააფრთხილა და საბოლოოდ  ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს