პოლიციამ ბოლნისში 20 წლის ბიჭი დააკავა. შიაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ფიზიკურად გაუსწორდა 31 წლის კაცს. უწყების ცობით, დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.
დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება დაკავებულს, მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



