კომპანიამ, რომელმაც ბიუჯეტიდან 300 000 ლარი მიიღო, დაკვეთა არ შეასრულა – საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა ბათუმში

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ ერთი შემთხვევა. გამოცემა “ბათუმელები” აქვეყნებს სტატიას, სადაც ვკითხულობთ, რომ ბათუმში, ადლიის ქუჩაზე, დგას დაუსრულებელი შენობა, სადაც წესით გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უნდა იყოს განთავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 300 ათასი ლარი სრულად მიიღო, სახელმწიფო დაკვეთა არ შეასრულა, ახლა შენობა დაუსრულებელია და სააგენტო სამუშაოების დასრულებისთვის ახალ კომპანიას ეძებს. ხელახალი ტენდერი მილიონ 125 ათასი ლარის ღირებულებისაა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “ძმების” წარმომადგენელი “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მშენებლობა ბაზარზე ფასების ზრდის გამო ვერ დაასრულეს.
“ეს რომ ჩვენ დავიწყეთ, ფასები ყველაფერზე ძალიან დაბალი იყო, თუმცა ფასები გაიზარდა ყველაფერზე. რაც შევძელით მაქსიმალური, თუმცა მეტი ვეღარ… რაც ფირმამ შეძლო, მაქსიმალურად ის ყველაფერი გავაკეთეთ”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა დოკუმენტაცია შესაბამის საიტზე ატვირთულია, ჩატარებულია ახალი ტენდერი და გაფორმებულია ხელშეკრულება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა