“შეთანხმებას 1-2 დღეში მოველით” – ტრამპის თქმით, ირანი ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს

-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიKent Nishimura/AFP via Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას მომდევნო “ერთ-ორ დღეში” მოელის. მისივე თქმით, -სა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შეხვდებიან.
“ირანელებს შეხვედრა უნდათ. მათ შეთანხმების დადება სურთ. ვფიქრობ, შეხვედრა შაბათ-კვირას გაიმართება. ჩემი აზრით, შეთანხმებას შემდეგ 1-2 დღეში მივაღწევთ.” – თქვა მან ინტერვიუში.
ამას გარდა, Axios-ს რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და წყაროებმა აცნობეს, რომ თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ახლა სამგვერდიანი სამშვიდობო გეგმის დოკუმენტზე მუშაობენ, თუმცა, ძირითად საკითხებზე მხარეებს მაინც განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ამ ფონზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Reuters-ს უთხრა, რომ ამერიკა ირანიდან გამდიდრებულ ურანს გამოიტანს და აშშ-ში წაიღებს.
“ჩვენ ირანში შევალთ, სასიამოვნო, მშვიდი ტემპით, და დიდი ტექნიკით ამოთხრას დავიწყებთ… მას [გამდიდრებულ ურანს] აშშ-ში ჩავიტანთ,” აღნიშნა ტრამპმა გამოცემასთან სატელეფონო ინტერვიუში.
ამასთან, Bloomberg-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე დათანხმდა, ხოლო ამის სანაცვლოდ თეირანი არანაირ გაყინულ თანხებს არ მიიღებს.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი “აღარასდროს ჩაკეტავს” ჰორმუზის სრუტეს.
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს ჩაკეტავენ
“ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს ჩაკეტავენ. მას აღარასდროს გამოიყენებენ იარაღად მსოფლიოს წინააღმდეგ.” – დაწერა ტრამპმა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის “სრულად გახსნილად” გამოაცხადა. ტრამპი ასევე წერს, რომ ირანი აშშ-ს სრუტის წყალქვეშა ნაღმებისგან გაწმენდაშიც დაეხმარება.
ირანმა ჰორმუზი სავაჭრო გემებისთვის “სრულად გახსნა” – აშშ-ს საზღვაო ბლოკადა კვლავ ძალაშია
17 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ X-ზე დაწერა, რომ “ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდისთვის ჰორმუზის სრუტის გავლით ყველა კომერციული გემისთვის მიმოსვლა სრულად გაიხსნა”.
ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა უარყო, რომ ჰორმუზის გახსნაზე ირანთან შეთანხმება კავშირშია ლიბანში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. მანამდე არაღჩიმ დაწერა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ მიმოსვლას “ლიბანში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად” ხსნიდა.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ირანთან მიმართებით დაწესებულ საზღვაო ბლოკადას მანამ, სანამ “ირანთან გარიგება 100%-ით არ დამთავრდება”.
Truth Social-ზე ტრამპმა ასევე დაწერა, რომ აშშ ირანისგან “ბირთვულ მტვერს” მიიღებს, რომელიც “B2-ის ტიპის ბომბდამშენებმა შექმნა,” რაშიც ტრამპმა გასული წლის ივნისში ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის სპეცოპერაცია იგულისხმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების ფარგლებში არ მოხდება მხარეებს შორის “ფულის გაცვლა,” რითაც მან, როგორც ჩანს, უარყო გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც აშშ და ირანი მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობის სანაცვლოდ, აშშ ირანს 20 მილიარდ დოლარამდე გაყინულ სახსრებს გაუთავისუფლებს.
ამასთან, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ მას NATO-მ დაურეკა და ჰკითხა, სჭირდება თუ არა აშშ-ს დახმარება: “მე მათ ვუთხარი, თავი შორს დაიჭირონ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ თავიანთი გემების ნავთობით დატვირთვა სურთ”. – დაამატა მან.