სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
9
წაკითხვა
საქართველოს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სახალხო დამცველს 8 აპრილს მიმართეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით აპარატის მიგნებები პერიოდულად აისახება, როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში. ასევე სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ხელშესაწყობად.
“სახალხო დამცველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს 2026 წლის 8 აპრილის მომართვის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ისე გამოხატვის თავისუფლების ჭრილში სწავლობს.სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით აპარატის მიგნებები პერიოდულად აისახება, როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში.სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა და ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სერვისების დაგეგმვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომების და გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკული დანერგვის აუცილებლობაზე.შშმ პირთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისთვის და ამ გამოწვევების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველი მუშაობს სპეციალურ ანგარიშზე. კვლევის ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებს უკავშირდება, მათ შორის, როგორიცაა იშვიათი გენეტიკური დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი მედიკამენტების მისაწვდომობა. სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ხელშესაწყობად.გარდა ამისა, სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მანდატთან დაკავშირებით. 2014 წლის 27 ოქტომბერს, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დასახელდა. ამ ფუნქციას სახალხო დამცველი, აპარატთან ერთად, შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით ახორციელებს.უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგი დგება თავად მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული პრიორიტეტებისა და საკითხების შესაბამისად. საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების ჩამონათვალი, რაც მოწოდებული იქნა საბჭოს მოწვეული წევრების მხრიდან და იქნა განხილული სხდომის დროს, მოცემულია სხდომის შემდგომ საჯაროდ გავრცელებულ რელიზებში. ბოლო სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები, რომელიც გაიმართა 2025 წლის 24-25 დეკემბერს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.მორიგი სხდომა დაგეგმილია 2026 წლის 21 აპრილს. საბჭოს მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული და სახალხო დამცველის მანდატში შემავალი არც ერთი საკითხის განხილვაზე, სახალხო დამცველს არასდროს უთქვამს უარი.სახალხო დამცველი ითვალისწინებს საბჭოს მოწვეული წევრების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს თავის საქმიანობაში. სწორედ საკონსულტაციო საბჭოს მიერ დასახული პრიორიტეტების ფარგლებში, აპარატის მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობებთან ერთად, სახალხო დამცველი მუშაობს შშმ პირთა ჯანდაცვის მისაწვდომობაზე (მზადდება სპეციალური ანგარიში), შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობაზე (ვიზიტი განხორციელდა 78 ახლადაშენებულ და მშენებარე ობიექტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით – მზადდება ანგარიში), შეფასდა და საპარლამენტო ანგარიშში აისახა პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორციელების მდგომარეობა, შშმ პირთა მიზნობრივ სერვისებში არსებული პრობლემები, შშმ პირთა მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახალხო დამცველი, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ყოველწლიურად ახორციელებს შესაბამისი დაწესებულებების მონიტორინგს, თუმცა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მანდატის გაძლიერების მიზნით, აპარატმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით მოამზადა ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მონიტორინგის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომის შეფასებისა და აქ არსებული კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველმა განახორციელა შესაბამისი მონიტორინგი ქვეყნის ყველა სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (მზადდება ანგარიში).ასევე გაცნობებთ, რომ მექანიზმის შემადგენლობაში არსებულმა მონიტორინგის ჯგუფმა, მრავალი წელია რაც განიცადა ცვლილება. ექსპერტების შერჩევა, ხდება ყოველ 2 წელიწადში, ღია კონკურსის გზით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, სადაც ცალკეა გამოყოფილი შშმ პირთა უფლებრივი მიმართულება. საკონსულტაციო საბჭოსა და აპარატის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ხდება მონიტორინგის პროცესში ექსპერტების ჩართვა, შედეგად მზადდება მონიტორინგის ანგარიშები, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება.”, — ნათქვამი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
კომენტარები
გადახედვა
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
3 წუთის წინ
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11 წუთის წინ
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
ერთი საათის წინ
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
გადახედვა
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
ერთი საათის წინ
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
2 საათის წინ
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
2 საათის წინ
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
2 საათის წინ
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
2 საათის წინ
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
2 საათის წინ
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
გადახედვა
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
3 საათის წინ
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
3 საათის წინ
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
გადახედვა
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა “ლიბერთი ბანკის”, როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე

სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
3 საათის წინ
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
3 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
4 საათის წინ
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
გადახედვა
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და “ოცნების” წარმომადგენლების კომენტარებში
4 საათის წინ
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და “ოცნების” წარმომადგენლების კომენტარებში
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
5 საათის წინ
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
გადახედვა
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
5 საათის წინ
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
5 საათის წინ
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, თუმცა ლიბანი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
გადახედვა
მუქარა, ევროკავშირის კრიტიკა და რუსეთისა და “ოცნების” იდენტუტი ნარატივები — რაზე ისაუბრა ზახაროვამ ბრიფინგზე?
6 საათის წინ
მუქარა, ევროკავშირის კრიტიკა და რუსეთისა და “ოცნების” იდენტუტი ნარატივები — რაზე ისაუბრა ზახაროვამ ბრიფინგზე?
გადახედვა
SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა
6 საათის წინ
SPRIBE-მა ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Betnacional-ს არაავტორიზებული AVIATOR-ის გამოყენება აუკრძალა
კვირის ტოპ-5
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა271 ნახვა
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება264 ნახვა
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე196 ნახვა
IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია193 ნახვა
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს174 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
პედრო პასკალი პედრო პისკალის წინააღმდეგ — სასამართლო დავა ალკოჰოლურ ბრენდთან
პედრო პასკალი პედრო პისკალის წინააღმდეგ — სასამართლო დავა ალკოჰოლურ ბრენდთან
ეკონომიკა
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი — საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
გადახედვა
საზოგადოება
2010 წლის სექტემბრამდე გაცემული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი შესაძლოა მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდეს
2010 წლის სექტემბრამდე გაცემული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი შესაძლოა მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდეს
ეკონომიკა
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
პირველი ნაბიჯის შიში: 3 რჩევა მათთვის, ვისაც ფინანსური ბაზრების ეშინია
ეკონომიკა
მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
გადახედვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ
განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ
გადახედვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
გადახედვა
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს
ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
კოსმოსი
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
16 აპრილი, 14:31
კაშალოტების ხმა შეიძლება დაახლოებით იმდენადვე რთული კომუნიკაციის ფორმა იყოს, როგორიც ადამიანებს გვახასიათებს.
ახალი…
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?