საქართველოს ბანკი — სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
ქართული ცეკვა მოძრაობებითა და სილამაზით გამოირჩევა, თუმცა ის ვიზუალურ სანახაობაზე მეტია — ის საკუთარ თავში საქართველოს ისტორიას აცოცხლებს.
საუკუნეების განმავლობაში ცეკვა სიყვარულის, ერთიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და სიმამაცის გამოხატვის საშუალება იყო, ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაბადებულ ცეკვებში რეგიონის ხასიათსაც ამოიკითხავთ.
უფროსი ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდნენ, აგროვებდნენ და სწავლობდნენ ფოლკლორს, მოძრაობებს, სამოსსა და ტრადიციებს, რათა ეს მრავალფეროვნება სცენაზე გაეცოცხლებინათ.
დღეს ეს ისტორიები სცენაზე თითოეულ მოძრაობასა და კოსტუმში ცოცხლდება.
შეავსეთ ქვიზი და გამოიცანით, რომელ ცეკვას ასრულებენ მოცეკვავეები და საქართველოს რომელ კუთხეს უკავშირდება ის: