“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პსჟ-სთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულში რამდენიმე კარგ ფეხბურთელს გაყიდის, რადგან სხვა მოთამაშეების შეძენა მოახერხონ.
“უკვე ბევრჯერ ვთქვით, რომ კლუბი ახლა გარდამავალ პერიოდს გადის. ტრანსფერები რომლებიც გასულ ზაფხულს განვახორციელეთ? ამის გამო რვა ან ათი ფეხბურთელი გავყიდეთ.
ახლაც იგივე მოგვიწევს, ვგულისხმობ იმას, რომ კარგი მოთამაშეები უნდა გავყიდოთ და სხვა მოთამაშეები დავიმატოთ”, – განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს ენდი რობერტსონი და მოჰამედ სალაჰი დატოვებენ.