კრემლი უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ ევროპულ ქარხნებზე იერიშების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

კრემლი უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ ევროპულ ქარხნებზე იერიშების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

მას შემდეგ რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ქარხნების მისამართების სია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ევროპის მხრიდან უკრაინისთვის დრონების მიწოდების ზრდამ შესაძლოა “არაპროგნოზირებადი შედეგები” და “ევროპის ომში ჩათრევა” გამოიწვიოს, კრემლის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ამ მისამართებზე იერიშების მიტანის შესაძლებლობის შესახებ კითხეს, რაზეც პესკოვმა პასუხი არ გასცა.

“იზრდება აღნიშნული ქვეყნების [ევროპული ქვეყნების] პირდაპირი ჩართულობა კონფლიქტში, უკრაინის გარშემო მიმდინარე ომში – ყველა ნიუანსი წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში” – თქვა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის