5
ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
თბილისში აი 95 მარკის (პრემიუმი) ბენზინის
ფასი გახდა — 3.59 ლარი!!! ანუ, 1.13 ევრო!!!
“ოცნებისთვის” სამაგალითო რუსეთში, რომლის ეკონომიკას ომის გამო მძიმე პრობლემები აქვს:
“პრემიუმი” ღირს—1.87 ლარი! 0.59ევრო!!!
უკრაინაში, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს და საშინელი ომია მეოთხე წელია: “პრემიუმი”
ღირს 2.37 ლარი!!!
სომხეთში, სადაც თავისი ნავთობი არ აქვთ:
“პრემიუმი” ღირს 1.99 ლარი!!!??? 0.63 ევრო?!
თურქეთში, სადაც ასევე არ აქვთ ნავთობი:
“პრემიუმი” ღირს 2.29 ლარი! 0.73 ევრო!!!
ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა არ “იზრდება”. ისე კოლოსალურად როგორც. “ოცნების” მთავრობის—ასეთი დაბალი ფასები არის მიღწეული “მცურავი აქციზის” მეშვეობით, რომლის დროსაც აქციზი არ არის ფიქსირებული—თუ ნავთობზე საერთაშორისო ფასი გაიზრდება, აქციზი იკლებს; თუ მოიკლებს-აქციზი გაიზრდება!!! ეს უზრუნველყოფს რომ, ბიუჯეტი ნაკლებად ზარალდება!!!
ამ მეთოდს იყენებენ ევროპული ქვეყნებიც!!!
ქართველ ნავთობიმპორტიორთა კავშირიც აფიქსირებს “მცურავი აქციზის” ეფექტურობას!
“ოცნების” მთავრობა ჯიუტად უარზე არის!!!
ევროპაში სადაც მუშის ყველაზე დაბალი ხელფასი არის 15 ათასი ევრო(კორუმპირებულ უნგრეთში—ორბანი რომ დაამხეს—მუშას
18 ათას ევროს უხდიან!!!), “მცურავ აქციზს”
იყენებენ, რომ თავის მოქალაქეებს საწვავი და შესაბამისად პროდუქტები არ გაუძვირდეთ!!!
საქართველოში ყველადერი ძვირდება…
თვალისასახვევად — “ფასების დაკლების” სახელმწიფო-საცირკო კომისია შექმნეს და
გაჭირვებაში ჩავარდნილ ხალხს მილიონერების პარლამენტი და მთავრობა საჯაროდ დასცინის!!!



