სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლი” “ვერონას” უმასპინძლებს. ნეაპოლურ გუნდში დისკვალიფიკაციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს და აფრიკის თასიდან დაბრუნებული ზამბო ანგისა.
Sky Sports-ი და “კორიერე დელო სპორტი” “ნაპოლის” ერთი და იგივე სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებენ: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე.
გამოცემები ირწმუნებიან, რომ ნეაპოლური გუნდი 4-3-3 ტაქტიკური სქემით იასპარეზებს.
მატჩი “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და calcionapoli24-ის ცნობით, 45 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრება.