გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ლუკა მხეიძესთან დამარცხდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა. მხეიძე კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.
გიორგიმ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს სძლია.
დღეს სარდალაშვილის გარდა, ტურნირზე სამი ძიუდოისტი წარსდგა, თუმცა ფინალურ ბლოკში მხოლოდ გიორგიმ იასპარეზა.
სამწუხაროდ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ). გამოცდილი ძიუდოისტი ხორვატ დანი კლაკართან შებოჭვით დამარცხდა.
ცნობისთვის, ხვალ, 17 აპრილს, ტურნირზე მედლებისთვის ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს – კაცთა შორის 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ) და ნინო წიკლაური (63 კგ).