“არსენალისა” და “იუვენტუსის” ყოფილი მეკარე ავარიის შედეგად გარდაიცვალა

„არსენალის“, „იუვენტუსის“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე, 48 წლის ალექსანდერ მანინგერი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
ტრაგედია ხუთშაბათ დილით ზალცბურგში მოხდა, სადაც მანინგერი ავტომობილით მატარებელს შეეჯახა.
მანინგერს „არსენალში“ პრემიერლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი ჰქონდა მოგებული, „იუვენტუსში“ კი იტალიის ჩემპიონი გახდა. მეკარემ ავსტრიის ნაკრებში 33 მატჩი ჩაატარა.