დააკავეს 50 წლამდე კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა – შსს – Netgazeti

მიუსაფარი ძაღლისთვის დაზიანებების მიყენების ბრალდებით სიღნაღში კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცმა მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.უწყების ცნობით, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული კაცი 49 წლისაა და ის წარსულშიც ნასამართლევია.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ კაცს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია