,,აპრილის დასაწყისში შევამჩნიე, რომ გუდვილში მარტის თვესთან შედარებით ფასები კიდევ უფრო გაძვირებულიყო“ –

33
ეკონომისტი :
,,აპრილის დასაწყისში შევამჩნიე, რომ გუდვილში მარტის თვესთან შედარებით ფასები კიდევ უფრო გაძვირებულიყო, თანაც მკვეთრად. მაგალითად, საქონლის ხორცის ფარში თუ 26 ლარი ღირდა, 32 ლარი გამხდარიყო, ანუ 19 პროცენტით მეტი. გუშინაც შევიარე, ვიყიდე სხვადასხვა ხილის გემრიელი ტყლაპები, ცელოფნით რომაა ლამაზად შეფუთული. მოვედი სახლში, გავხსენი და რას ვხედავ? დაუმოკლებიათ. დაახლოებით 10 პროცენტით არის ზომაში შემცირებული.
ასე ხდებოდა შევარდნაძის დროს, შეიძლება მერეც-პურის ფასის გაზრდა რომ არ უნდოდათ და წონას რომ აკლებდნენ.
არსენა მარაბდელმა ქსოვილის ვაჭრები მათივე არშინით რომ სცემა, ხომ გახსოვთ? ატყუებდნენ საწყალ ხალხს, არასწარასწორად ზომავდნენ. ფრთხილად იყავით ნაჭრების მაღაზიაში. ერთი მეტრი სიგრძის საზომის ნაცვლად, 95 სანტიმეტრიანი ჯოხით არ გაგიზომონ საქონელი.
ბენზინგასამართებში რა მოხდება, ადვილი მისახვედრია. მიდი და ამოწმე, სწორად ტრიალებენ თუ არა ისრები.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა