ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიევს დაარტყეს – დაღუპულია ხუთი ადამიანი

0
უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე 16 აპრილის ღამით განხორციელებული რუსეთის დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო 21 ადამიანი დაშავდა. ნგრევა დაფიქსირდა კიევის ოთხ რაიონში — პოდოლის, ობოლონის, შევჩენკოსა და დესნიანის რაიონებში.
ობოლონის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაშავდა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ავტომობილებდ, დაზიანდა საწყობის შენობა, საბურავების სერვისი და მაღაზია. დაშავებულებს შორის არიან სასწრაფო დახმარების ოთხი თანამშრომელი და პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.
პოდოლის რაიონში ნანგრევებიდან ამოიყვანეს ორი დაღუპული, მათ შორის 12 წლის ბავშვი. დარტყმა ღია ტერიტორიაზე მოხდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ამავე ადგილზე კიდევ სამი ადამიანი დაშავდა მინის ნამსხვრევებით.

ასევე დაგაინტერესებთ